ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა


გარდაიცვალა თურქი მამაკაცი, რომელიც ახალ ზელანდიაში, მარტში ორ მეჩეთზე თავდასხმისას დაიჭრა.

მისმა გარდაცვალებამ თავდასხმების მსხვერპლთა რიცხვი 51-მდე გაზარდა.

ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრის, ჯესინდა აჰერნის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის შემდეგ ის მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, უკეთესის იმედი ჰქონდათ, მაგრამ მიღებული ჭრილობების შედეგად ის გარდაიცვალა.

მის გარდაცვალებას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ „ტვიტერით“ გამოეხმაურა: „საუბედუროდ ჩვენი მოქალაქე დავკარგეთ... რომელიც ქრაისტჩაერჩში ვერაგული ტერორისტული თავდასხმის დროს სერიოზულად დაიჭრა.“ დაწერა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG