ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკის პოლიცია ტერორისტული თავდასხმის მოტივს ეძებს


ნიუ-იორკის მთავრობა ცდილობს დაადგინოს, რამ გამოიწვია დაქირავებული სატვირთო პიკაპის მძღოლის მიერ, ველოსიპედისტთა დატვირთულ ბილიკზე ადამიანების გატანა. ეს თავდასხმა, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ქალაქში მომხდარი ყველაზე სისხლიანი ტერორისტული თავდასხმა იყო.

სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა ტერორისტული აქტის დროს, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ „უდანაშაულო სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიმართული სულმოკლე აქტი“ უწოდა.

სამართალდამცავებმა მედიას უთხრეს, რომ ეჭვმიტანილი, უზბეკეთიდან იმიგრირებული 29 წლის საიფულო საიპოვია, რომელიც შეერთებულ შტატებში 2010 წელს შემოვიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG