ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი ნიუ იორკშია.
ის გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოვა, შემდეგ კი 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერაქტის ადგილს გვირგვინით შეამკობს.
შეერთებულ შტატებში ჩამოსვლამდე 84 წლის მონარქი და მისი მეუღლე პრინც ფილიპი კანადაში ჩავიდნენ, სადაც კანადის დაარსებიდან ას ორმოცდამესამე წლის საზეიმო დღეებს დაესწრნენ. კანადა ბრიტანეთის ყოფილი კოლონიების თანამეგობრობის წვერია.