ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტისხეულების ტესტით, ვირუსი გადატანილი აქვს ნიუ-იორკის 14%-ს


ნიუ-იორკი - ლალი ზეიკიძის ფოტო
ნიუ-იორკი - ლალი ზეიკიძის ფოტო

ნიუ-იორკში ჩატარებული პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც სისხლში კოვიდ-19-ის ანტისხეულებს ეძებდა, ირკვევა, რომ დაავადება მოსახლეობის 13.9%-ს აქვს გადატანილი. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა ვირუსი ისე მოიხადეს, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირების შესახებ არც კი იცოდნენ.

კვლევის შედეგებზე დღეს შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ ისაუბრა. ის არ გამორიცხავს, რომ ნიუ-იორკის შტატში ვირუსი შესაძლოა უკვე მოიხადა 3 მილიონამდე ადამიანმა.

ანალიზი დაახლოებით 3 000 ადამიანს აუღეს, ზოგს სახლში, ზოგს მაღაზიებში, რომლებიც ჯერ კიდევ ღიაა. ანტისხეულები ამ ჯგუფიდან კაცების 15.9%-ს აღმოაჩნდა და ქალების 12%-ს.

კვლევა, საბოლოო დადასტურების შემთხვევაში, შეცვლის პანდემიის სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელსაც. ამასთან - არამარტო ნიუ-იორკში, არამედ მთელ მსოფლიოში. მსგავსი ვარაუდი არაერთხელ გამოითქვა, რომ ახალი კორონავირუსის ფატალობის პროცენტი გაცილებით დაბალი უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ ასიმპტომური პაციენტები უმეტესად არ აღირიცხებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG