ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის ახალი შს მინისტრი კორუფციას ბრძოლას უცხადებს


ახლადდამტკიცებული შინაგან საქმეთა მინისტრი, დენის მონასტირსკი პირობას დებს, რომ უკრაინაში კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ იბრძოლებს.

41 წელის მონასტრისკი, შს მინისტრის თანამდებობაზე პრეზიდენტმა ვოლოდმირ ზელენსკიმ მას შემდეგ წარადგინა, რაც არსენ ავაკოვი თანამდებობიდან გადადგა. ავაკოვი მინისტრის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.

ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი იურისტია და ორი წლის განმავლობაში საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, რომელიც სამართალდამცავ საკითხებზე მუშაობდა.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მონასტრისკმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ისაუბრა. ახალი შს მინისტრი აღნიშნავს, რომ საპოლიციო ძალებიდან კორუმპირებულ ოფიციალურ პირებს გაათავისუფლებს.

„შეუწყარებელ ბრძოლას გამოვუცხადებ მათ, ვინც ფიცს არღვევს, ძალაუფლებას საკუთარი გამდიდრებისთვის იყენებს და ხალხის უფლებებს არღვევს“ - აცხადებს დენის მონასტრისკი.

პრეზიდენტი ზელენსკი და ყოფილი შს მინისტრი ავაკოვი, ცვლილებების შესახებ კომენტარებს არ აკეთებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG