ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცესკოში აშშ-ის მთავრობის დახმარებით კიბერუსაფრთხოების ცენტრი გაიხსნა


ცოტა ხნის წინ, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კიბერუსაფრთხოების სერვისების ცენტრი გაიხსნა. ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით შეიქმნა და მის გახსნას ამერიკის ელჩი კელი დეგნანი დაესწრო.

"იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს დაიცვას დემოკრატიული არჩევნები საზიანო გარე ზეგავლენისგან, ამერიკის მთავრობამ ცესკოს კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრის გახსნას დაუჭირა მხარი.

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ახალი სერვერის ცენტრი დაეხმარება ცესკოს უკეთ დაიცვას საქართველოს არჩევნები 2020 წელს და მის შემდგომ.

ამერიკის მთავრობა გააგრძელებს საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის ძალისხმევას ძლიერი, მოქალაქეებზე ორიენტირებული დემოკრატიის აშენებაში," - წერია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG