ისარელი არ გამორიცხავს, უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ, ამის შესახებ 1 თებერვლას, ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-თან საუბრისას განაცხადა.
ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ის "აუცილებლად განიხილავს" კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი მზად არის განიხილოს უკრაინისთვის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის, “რკინის გუმბათის” მიწოდება.
ნეთანიაჰუმ ასევე თქვა, რომ მზად არის შუამავლის როლი შეასრულოს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში, თუ ორივე მხარე და შეერთებული შტატები შეთანხმდებიან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ნეთანიაჰუს კომენტარების შემდეგ განაცხადა, რომ იარაღის მიწოდების ყველა მცდელობა, რომელიც შესაძლოა განზრახვის დონეზეც კი დარჩეს, კრიზისის ესკალაციას გამოიწვევს.