ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პოზიციის გამო, ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში დელეგაციის ვიზიტი გააუქმა


ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი
ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 25 მარტს განაცხადა, რომ ის აღარ გააგზავნის დელეგაციას შეერთებულ შტატებში. ვიზიტი ცოტა ხნით ადრე იყო დაგეგმილი, მაგრამ ისრაელის ლიდერმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაეროში შეერთებულმა შტატებმა ვეტო არ დაადო ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას. ვაშინგტონმა კენჭისყრაზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ვაშინგტონის მხრიდან ამ წინადადების დაბლოკვაზე უარის თქმა, ამერიკის წინა პოზიციიდან "აშკარა უკანდახევას" წარმოადგენს. ისრაელის ლიდერის განცხადებით, ეს ნაბიჯი "ჰამასის" წინააღმდეგ ომის და 130-ზე მეტი მძევლის გათავისუფლების მცდელობებს დააზიანებს. „ამერიკის პოზიციის ცვლილების ფონზე, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ გადაწყვიტა, რომ დელეგაცია არ გაემგზავრება [შეერთებულ შტატებში]“, - ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ რეზოლუცია იმავე დღეს, 25 მარტს მიიღო. ის ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ყველა მძევლის უპირობოდ და სასწრაფოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG