მოსკოვის პროკურატურა ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულებისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვს.
ბორის ნემცოვი 2015 წელს მოსკოვის ცენტრში, კრემლის მახლობლად ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მის მკვლელობაში ბრალი 5 მამაკაცს ედება.
პროკურორი მარია სემენენკო სასამართლოში დღეს ამტკიცებდა, რომ დაკავებულთა ბრალეულობა ეჭვგარეშეა, დაცვის მხარის თქმით კი, დანაშაულის მოტივი არ ვლინდება.
დაკავებულები წარმოშობით ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან არიან, 5 დაკავებულიდან ბრალი მხოლოდ ერთმა აღიარა, მოგვიანებით კი ბრალი უარყო და განაცხადა, რომ აღიარება მისგან წამების შედეგად მიიღეს.
Facebook Forum