ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნელსონ მანდელას ჯანმრთელობის პრობლემები


სამხრეთ აფრიკის ექს-პრეზიდენტის პრესმდივნის, მაკ მაჰარაჯის ცნობით, საგანგაშო არაფერია

სამხრეთ აფრიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნელსონ მანდელამ ღამე საავადმყოფოში გაატარა. ექს-პრეზიდენტის პრესმდივნის, მაკ მაჰარაჯის ცნობით, საგანგაშო არაფერია. 94 წლის ნობელის პრემიის ლაურიატი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე იქ ჩვეულებრივ აღრიცხვაზე იმყოფებოდა.

როგორც ცნობილია, გასული წლის დეკემბერში ნელსონ მანდელა ფილტვის ინფექციას მკურნალობდა. დაახლოებით ერთი თვის წინ, მუცლის არეში მწვავე ტკივილების გამო მას კიდევ ერთხელ მოუწია საავადმყოფოში რამდენიმე საათის გატარება.

ნელსონ მანდელას აპარტეიდთან შეურიგებელი ბრძოლის გამო ციხეში თითქმის 30 წელი აქვს გატარებული. სამხრეთ აფრიკის პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტი სამშობლოში და მთელი მსოფლიოსთვის მშვიდობიანი ცვლილებების და დემოკრატიული გარდაქმნების სიმბოლოდ ითვლება.
XS
SM
MD
LG