ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

NDI- გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის


ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს ახალი კვლევა გამოაქვეყნა. გამოკითხვის მიხედვით, ბოლო 9 წლის მანძილზე, 2019 წელს დაფიქსირდა ყველაზე დიდი რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. ასე გამოკითხულთა 59% ფიქრობს.

კვლევა ასევე 2020 წლის არჩევნებს ეხება. შეკითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულებმა ასე უპასუხეს:

  • „ქართულ ოცნებას“ - 20%
  • „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 13%
  • „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატებს“ - 8%

კვლევის მიხევდით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 65% ამბობს, რომ მიიღებდა მონაწილეობას, 35% კი უარს აცხდებს არჩევენბში მონაწილეობაზე. ასევე, გამოკითხული მოსახლეობის 39%-მა იცის ხმას ვის მისცემდა, 56%- გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, ხოლო 3%-მა არ იცის ხმას ვის მისცემდა.

NDI-ის კვლევა 2019 წლის 19 ნოემბრისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG