ციხეში მყოფი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ინფორმაციას მისი უფლედამცველები ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით, ნავალნის ხერხემალზე ორი თიაქარი აქვს და ხელები უბუჟდება. ერთ-ერთ ხელში ის დროგამოშვებით მგრძნობელობას კარგავს.
ნავალნი უარს ამბობს ციხის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღებაზე. რუსი ოპოზიციონერის ადვოკატი ტელეკომპანია "დოჟდთან" საუბრისას ამბობს, რომ წამლები რომლიც ციხის ექიმმა ნავალნის დაუნიშნა მოხმარებიდან არის ამოღებული. ოლგა მიხაილოვა, რომელიც ნავალნის ინტერესებს იცავს ამბობს, რომ წამლები "დიკლოფენაკი" და "ნიკოტინის მჟავა" 30 წელია ხმარებიდან არის ამოღებული.
ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას არ ადასტურებენ ციხის ექიმები. ისინი ამბობენ, რომ ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად დამაკმაყოფილებელია.
44 წლის ნავალნი უკვე სამი კვირაა ჩივის მწვავე ზურგის ტკივილზე და ფეხის დაბუჟებაზე - ამბობენ მისი მოკავშირეები. 24 მარტს მას MRI-ით ჩაუტარდა გამოკვლევა და ციხის შესაბამისმა უწყებებმა სააგენტო ინტერფაქსს უთხრეს, რომ მისი მდგომარეობა "სტაბილური და დამაკმაყოფილებელი" იყო. გამოკვლევის შედეგები ნავალნიმ 7 აპრილს თავის ადვოკატებს აჩვენა და მიხაილოვას თქმით, მათ ხერხემლის პრობლემები დაინახეს.
მიხაილოვა აცხადებს, რომ ნავალნის მაღალმა ტემპერატურამ დაუკლო მას შემდეგ, რაც ის 5 აპრილს ციხის საავადმყოფოს განყოფილებაში გადაიყვანეს, სასუნთქი გზების დაავადების სიმპტომებით. თუმცა, მიხაილოვა ამბობს, რომ ნავალნის შეუნარჩუნდა ხველა. კორონავირუსზე პირველი ტესტის შედეგები უარყოფითი იყო და ახლა მეორე ტესტის შედეგებს ელოდებიან.
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ შიდა პატიმრობაში დატოვა ალექსეი ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიში და „სანიტარული საქმის“ სხვა ფიგურანტები, მარია ალიოხინა, ოლეგ სტეპანოვი და მუნიციპალური დეპუტატი, დმიტრი ბარანოვსკი.
ე.წ. სანიტარული საქმე ალექსეი ნავალნის დაპატიმრების საწინააღმდეგოდ 23 იანვარს გამართული შეუთანხმებელი საპროტესტო აქციის შემდეგ აღიძრა რუსეთი საგამოძიებო კომიტეტში. პროკურატურამ ზემოხსნებეული აქტივისტების გარდა შიდა პატიმრობა შეუფარდა ასევე ლიუბოვ სობოლსა და ნავალნის ძმას, ოლეგს, კორონავირუსთან დაკავშირებული სანიტარული ნორმების დარღვევისა და ასეთი სამართალდარღევისკენ სხვების მოწოდებისთვის.
წინა დღით, მოსკოვის სასამართლომ შეუმსუბუქა აღკვეთის ზომა ოთხ ბრალდებულს: ლიუბოვ სობოლს, ოლეგ ნავალნის, ლუსია შტეინსა და კონსტანტინ იანკაუსკასს, რომლებსაც შიდა პატიმრობის ნაცვლად მიესაჯათ გარკვეული მოქმედების შეზღუდვა.
სასამართლოს მიერ მსჯავრდებული ანტიკორუფციონერი ბლოგერი და კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი 2021 წლის 11 მარტიდან ვლადიმირის ოლქის პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში იხდის სასჯელს.
ინფორმაცია თავდაპირველად გამოქვეყნდა rferl-ზე.
Facebook Forum