ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ეს არის საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა" - სტოლტენბერგი ნავალნის საქმეზე


ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნიზე თავდასხმა, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ განხორციელებული „შემზარავი“ ფაქტი. იენს სტოლტენბერგი ფიქრობს, რომ ეს არის თავდასხმა ფუნდამენტურ დემოკრატიულ უფლებებზე და საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, ნავალნის საქმეზე სრულფასოვანი და გამჭვირვალე გამოძიება ჩაატაროს.

„მკაცრად ვგმობთ ალექსეი ნავალნიზე განხორციუელებულ შოკისმომგვრელ თავდასხმას. მოვითხოვთ რუსეთისგან, ჩაატაროს სრულყოფილი და გამჭვირვალე გამოძიება ამ შემზარავი თავდასხმის შესახებ. ეს არ იყო თავდასხმა მხოლოდ ერთ ადამიანზე. ეს არის თავდასხმა ფუნდამეტურ დემოკრატიურ უფლებებზე. ასევე, ეს არის საერთაშორისო სამართლის, იარაღის კონტროლის ხელშეკრულების, ქიმიური იარაღის კონვნეციის სერიოზული დაღღვევა. ასე რომ, ეს მკაცრ საერთაშორისო რეაგირებას მოითხოვს“ - აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი.

გენერალურმა მდივანი, კვლავ მოუწოდებს ბელარუსის მთავრობას, პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, სიტყვის თავისუფლებასა და მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლებას.

ნატოს გენერალურმა მდივნმა, ეს განცხადებები ვაშინგტონში, „ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ ონლაინ ფორუმზე, დღეს გააკეთა. ფორუმის ფარგლებში, სტოლტენბერგმა ნატოს მომავალი ათწლეულის განვითარების გეგმაზე ისაუბრა. პროექტი „ნატო 2030“, რომელიც ძლიერი სამხედრო პოლიტიკური გაერთიანების კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მომავალი დეკადის განმავლობაში, ალიანსის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, გენერალური მდივანი სამ ძირითად პრიორიტეტზე აკეთებს აქცენტს - სამხედრო სიძლიერის შენარჩუნება, კიდევ უფრო მყარი პოლიტიკური სიძლიერე და ალიანსის კიდევ უფრო გლობალური მიდგომის უზრუნველყოფა.

ნატოს მოკავშირეები მსოფლიოს ეკონომიკისა და სამხედრო შესაძლებლობების ნახევარს და მილიარდამდე მოქალაქეს აერთიანებს, ასე რომ მნიშვნელოვანია, რას ვამბობთ ჩვენ.
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

გენერალურმა მდივანმა თითოეული პრიორიტეტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსი პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, დებს მეტ ინვესტიციას თავდაცვაში და ეს პროცესი, მოკავშირეთა მაქსიმალური ჩართულობით უნდა გაგრძელდეს.

იენს სტოლტენბერგი პანდემიის მიერ შექმნილ გამოწვევებზეც საუბრობს. ალიანსის წინაშე არსებული გამოწვევები არ შემცირებულა.

„ვიცით, რომ თავდაცვის ხარჯების გაწევა ჯანდაცვის კრიზისის პირობებში მარტივი არ არის, მაგრამ სამხედრო საფრთხეები, რომლებიც პანდემიამდე არსებობდა, არ შემცირებულა. პირიქით, ზოგიერთი აქტორი ამ კრიზისს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს და ცდილობს ალიანსს ძირი გამოუთხაროს. ამრიგად, ვალდებულება, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს აღებული, რონელიც თავდაცვაზე მეტი ხარჯების გაწევას ითვალიწინებს, უნდა შესრულდეს. ეს ტვირთი კი სამართლიანად უნდა გადანაწილდეს“ - აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო უნიკალური პოლიტიკური პლატფორმაა და ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებს აერთიანებს, უსაფრთხოების საკითხებისა და საერთო გამოწვევების ირგვლივ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნატოს პოლიტიკური დიკუსიები კიდევ უფრო ყოვლისმომცველი იყოს. ალიანსის პოლიტიკური გზავნილები მკაფიო და ერთიანი. „ნატოს მოკავშირეები მსოფლიოს ეკონომიკისა და სამხედრო შესაძლებლობების ნახევარს და მილიარდამდე მოქალაქეს აერთიანებს, ასე რომ მნიშვნელოვანია, რას ვამბობთ ჩვენ“ - აცხადებს სტოლტენბერგი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG