ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 30 მაისს განაცხადა, რომ ვარშავის სამიტი აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ალიანსის თავდაცვის უნარიანობას და შეკავება გაზრდის.
ალბანეთის დედაქალქ ტირანაში შეკრებილმა ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრებმა ალიანსს მისი სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნების გაძლიერებისკენ მოუწოდეს. რუსეთის ელჩმა ნატოში ჯგუფი “ცივი ომის” დროინდელი მეთოდების აღდგენაში დაადანაშაულა.
ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, არის თავდაცვითი და პროპორციული, და ის სრულად ჯდება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებში.იენს სტოლტენბერგი
რუსეთი სამხედრო წვრთნებს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, პოლონეთის და ბალტიისპირეთის მოსაზღვრედ ატარებს. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, წვრთნების მიზანი ნატოს მიერ რუსეთის საზღვართან ახლოს ძალების განლაგებიაზე საპასუხოდ მზადყოფნაა. რუსეთმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის შავი ზღვისპირა ყირიმის რეგიონში გრძელ-რადიუსიან ბირთვულ ბომბებს განათავსებს.
ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ალიანსი ცვალებად ძალებს აღმოსავლეთ ფლანგზე, სავარაუდოდ, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში განათავსებს.
“ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, არის თავდაცვითი და პროპორციული, და ის სრულად ჯდება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებში,” განაცხადა სტოლტენბერგმა.
მოსკოვი ნატოს ამ არგუმენტს უარყოფს და იმუქრება, რომ ალიანსის მიერ ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში ჯარების განთავსებას სათანადოდ უპასუხებს. გასულ კვირას საბერძნეთში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნატო რუმინეთში ბირთვული რაკეტსაწინააღმდეგო აღჭურვილობის დამონტაჟებისთვის გააკრიტიკა.
“როგორ შეიძლება ეს ჩვენ საფრთხეს არ გვიქმნიდეს? რა თქმა უნდა, გვიქმნის. ახლა იძულებულნი ვართ საპასუხო ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენი უსაფრთხოება უნდა ვუზრუნველყოთ,” განაცხადა პუტინმა.
პოლონეთის პრეზიდენტის შეფასებით რუსეთის გამოხმაურება მიზანმიმართულად გაზვიადებულია:
“ვფიქრობ, პრეზიდენტმა პუტინმა კარგად იცის, რომ მის კომენტარებს ვუყურებ როგორც რიტუალურს. ამაზე უკვე წლებია მიდის საუბარი და არავის უკვირს,” განაცხადა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მაიკ ტერნერმა გუშინ ალბანეთში გამართულ შეხვდრაზე რუსეთის აგრესიის შეკავებაზე ისაუბრა.
“ნატო, ევროპის კავშირი და რუსეთიც კი ერთად მუშაობდნენ იუგოსლავიის კონფლიქტის შედეგად გამოწვეული დანაწევრების გადასალახად. მას შემდეგ მოსკოვმა გადაწყვიტა, რომ მისი ინტერესებისთვის უმჯობესი იქნება ნატოს და ევროკავშირის წინააღმდეგ მოქმედება და ამ გზით მსოფლიო წესრიგზე გავლენის ქონა. რუსეთი მონდომებულია ძირი გამოუთხაროს და დაყოს სხვები და საამისოდ მეზობლების წინააღმდეგ ძალასაც იყენებს.”
ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე გრუშკომ ალიანსი “ცივი ომის” დროინდელი უსაფრთხოების სქემების გამოყენებაში დაადანაშაულა. დღეს გაზეთ “როსიისკაია პრავდაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ის აღიარებას, რომ “ურთიერთობების გაუარესების ტენდენცია ჯერ დასრულებული არ არის.”