დღეს ევროპის და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ გორდონმა უცხოელი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. მთავარი თემა ბერლინში ნატოს მინისტერიალის ფარგლებში სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტი იყო. ფილიპ გორდონის განცხადებით, მინისტერიალის მთავარი თემა იყო ლიბიაში შექმნილი ვითარება და ავღანეთში ნატოს თანამშრომლობა იყო. ასევე გაიმართა ნატო-საქართველოს, ნატო-უკრაინის და ნატო-რუსეთის კომისიების შეხვედრა. მინისტერიალის ფარგლებში ჰილარი კლინტონმა შეხვედრები გამართა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. საქართველოსთან დაკავშირებით, ფილიპ გორდონმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა ვაშინგტონის პოზიცია, რომ თეთრი სახლი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ჰილარი კლინტონის და მისი რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის შეხვედრის დროს მთავარი თემები იყო, ევროპაში ამერიკის რაკეტსაწინაღო სისტემების განთავსება და ლიბიაში შექმნილი ვითარება.
პოპულარული
1