ნატომ აღიარა ლიბიის მთავრობის მიერ წაყენებული ბრალდება, ორშაბათს გამთენიისას მუამარ კადაფის მოკავშირის სამალავზე საჰაერო დარტყმის განხორციელების შესახებ. ნატო თავდაპირველად უარყოფდა ტრიპოლის მახლობლად ალიანსის ხელმძღვანელობით რაიმე სამხედრო ოპერაციის წარმოებას, თუმცა მოგვიანებით აღიარა მონაწილეობა. ლიბიის მთავრობის განცხადებით, კადაფისთან დაკავშირებული პირი თავდასხმას უვნებელი გადაურჩა, მაგრამ შეტევას ემსხვერპლა 15 ადამიანი. მათ შორის მისი 2 შვილიშვილი. ნატო ვერ ადასტურებს მსხვერპლის რაოდენობას მაგრამ აცხადებს, რომ საჰაერო თავდასხმა მაღალი რანგის სარდლობის სამალავზე განხორციელდა.
პოპულარული
1