ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეროვნული გვარდია ვაშინგტონს ტოვებს


ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები ვაშინგტონს ტოვებენ. ისინი ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას თითქმის 5 თვის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ. გვარდიის მობილიზება 6 იანვრის არეულობის შემდეგ მოხდა. ამ დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმს დაესხნენ თავს, დედაქალაქისა და კაპიტოლიუმის პოლიციის ძალები კი საკმარისი არ აღმოჩნდა თავდაპირველად ამ თავდასხმის აღსაკვეთად.

თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი გვარდიელებს მადლობას უხდის იმისთვის, რომ ადგილობრივ სამართალდამცავებს ეხმარებოდნენ.

"ეროვნული გვარდიის ეს წევრები იცავდნენ არა მხოლოდ კაპიტოლიუმის ტერიტორიას, არამედ კანონმდებლებსაც, რომლებიც იქ მუშაობენ. უზრუნველყოფდნენ იმას, რომ მათი მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელებულიყო. ისინი ასრულებდნენ საკუთარ ფიცს იმის შესახებ, რომ დაიცავენ კონსტიტუციას", - განაცხადა ოსტინმა ორშაბათს.

პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ 1 000-მდე გვარდიელი ამერიკის დედაქალაქს უახლოეს რამდენიმე დღეში დატოვებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG