ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

5.6 მილიონი ნიუ-იორკელი ორგანოების დონორია


გუბერნატორ ენდრიუ კუომოს განცხადებით, ნიუ-იორკში, ორგანოების დონორი 5 მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. რამდენიმე დღის წინ, კუომომ სპეციალური პროკლამაცია გამოსცა და აპრილი "სიცოცხლის დონორობის" თვედ გამოაცხადა.

ვამაყობთ, რომ 5.6 მილიონზე მეტმა ნიუ-იორკელმა აიღო პასუხისმგებლობა დაეხმაროს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
ენდრიუ კუომო, ნიუ-იორკის გუბერნატორი.

"ორგანოების შესყიდვებისა და ტრანსპლანტაციის ფედერალური ქსელის" მონაცემებით, ამჟამინდელი მდგომარეობით, აშშ-ში 113 000 ადამიანზე მეტი ორგანოს გადანერგვის მოლოდინშია. მათგან 9 500, ნიუ-იორკელია. დაახლოებით, 1 700 ნიუ-იორკელი კი ორგანოების ტრანსპლანტაციას უკვე ხუთ წელზე მეტია ელოდება. ქვეყნის მასშტაბით კი, ყოველდღიურად, საშუალოდ 22 ადამიანი იღუპება, რომელთა გადარჩენაც ორგანოების ტრანპლანტაციის შედეგად შესაძლებელი იქნებოდა.

ერთ ადამიანს, რომელიც ორგანოების დონორია, რვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ათობით ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შეუძლია.
დოქტორი ჰოვარდ ზაკერი, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მათი სამსახური მუდმივად მუშაობს იმ ადამიანთა რიცხვის შესამცირებლად, ვინც ორგანოების გადანერგვას წლების განმავლობაში ელოდება.

სწორედ ამიტომ, შტატი მოქალაქეებს, ორგანოების დონორად რეგისტრირების რამდენიმე ალტერნატივას სთავაზობს.

დონორობის მსურველ ნიუ-იორკელს, დონორად დარეგისტრირება ჯანდაცვისა და საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტების საიტებზეც შეუძლიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG