ციკლონით და წყალდიდობებით დაზარელებულ მოზამბიკში ქოლერამ იფეთქა. ხუთშაბათს, ერთ დღეში, ინფიცირებულთა რაოდენობა 5-დან 139-მდე გაიზარდა.
ქოლერა ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც დაბინძურებული სასმელი წყლით და საკვებით ვრცელდება. მას დიარეა და დეჰიდრატაცია ახასიათებს და აუცილებელი მკურნალობის გარეშე, შესაძლოა სიკვდილი სულ რამდენიმე საათში გამოიწვიოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ რეგიონში ქოლერის 900 000 ვაქცინას აგზავნის. უკვე დაიწყო პრევენციის საინფორმაციო კამპანია, რომელიც დაზარალებულ ტერიტორიებზე რადიოთი და ხმამაღალი დინამიკებით ვრცელდება. "იუნისეფი" შიშობს, რომ დაავადების გავრცელებისთვის ხელის შეშლა ძალიან სწრაფად თუ არ მოხდა, შემდეგ გვიანი იქნება.
Facebook Forum