"ვუდრო უილსონის ცენტრის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა მხოლოდ მესამედს შეუძლია იმ კითხვებზე პასუხის სწორად გაცემა, რომლებსაც მოქალაქეობის მიღების მსურველებს მოქალაქეობის გამოცდაზე უსვამენ.
ამერიკელთა უმეტესობა ამ გამოცდაში ჩაიჭრებოდა, მისი ჩაბარება რომ დასჭირვებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ზღვარი არც ისე მაღალია და დადებითი შედეგისთვის მხოლოდ 60 % -ის გადალახვაა საჭირო.
ეს საგამოცდო ტესტი ნატურალიზაციის პროცესის ნაწილია და აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანებმა, რომლებიც შეერთებულ შტატებში არ დაბადებულან, ქვეყნის მოქალაქეობა მიიღონ. მისი ჩაბარება შეუძლიათ ე.წ. მწვანე ბარათის მფლობელებს, რომლებიც ქვეყანაში უკვე მინიმუმ 5 წელია ცხოვრობენ.
Facebook Forum