მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოაცხადა. ინფორმაცია მან სოციალურქსელ "ტელეგრამში" 24 ივნისს გამოაქვეყნა.
"ძვირფასო თანამოქალაქენო, მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა. სიტუაცია რთულია. რისკების მინიმიზაციის მიზნით, ოპერატიული შტაბის ფარგლებში, გადავწყვიტე ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოვაცხადო" - დაწერა სობიანინმა თავის "ტელეგრამის" ოფიციალურ გვერდზე.
გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ მთავრობის ორგანოები და უწყვეტი სამუშაო რეჟიმის საწარმოები, თავდაცვის სამრეწველო კომპლექსის ობიექტები, საქალაქო სამსახურები.
სობიანინმა თანამოქალაქეებს მოუწოდა, ნაკლებად იმოგზაურონ ქალაქში, რადგან შესაძლოა ცალკეულ უბნებში და გზებზე მოძრაობა გადაიკეტოს.
Facebook Forum