მოლდოვამ უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრალდება ხუთშაბათს, რომ უკრაინა დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში შეჭრას გეგმავდა.
რუსულმა სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო RIA-მ განაცხადა, რომ უკრაინა, რომელიც ესაზღვრება მოლდოვას, აპირებდა თავდასხმას დნესტრისპირეთში განთავსებულ რუსულ ძალებზე.
საინფორმაციო სააგენტო "ტას"-ი, ციტირებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიხაილ გალუზინს, რომელმაც თავისმხრივ განაცხადა, რომ დასავლეთმა მოლდოვის მთავრობას კიშინიოვში დაავალა, შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა დნესტრისპირეთის მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ მარიონეტულ ხელისუფლებასთან.
მოლდოვის მთავრობამ განცხადება Telegram-ზე გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფო ორგანოები "არ ადასტურებენ" რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრალდებებს.
„მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და ინფორმაციის მიღებას მოლდოვის რესპუბლიკის ოფიციალური და სანდო წყაროებიდან“, - განაცხადა მოლდოვის მთავრობამ. „ჩვენი ინსტიტუტები თანამშრომლობენ უცხოელ პარტნიორებთან და ქვეყნისთვის საფრთხის შემთხვევაში, საზოგადოება სწრაფად იქნება ინფორმირებული“.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოთხშაბათს „როიტერს“, განუცხადა რომ კიშინიოვი მზადაა რუსეთის მხრიდან „საფრთხის სრული სპექტრისთვის“.
”ჩვენმა ინსტიტუტებმა ირეაგირეს საფრთხეების სრულ სპექტრზე,” - თქვა მან. „რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შეზღუდული საშუალებები, მაგრამ ამავდროულად ჩვენ მარტო არ ვართ ამ საქმეში“.
პრეზიდენტმა მაია სანდუმ, ამ თვეში მოსკოვი დაადანაშაულა მოლდოვას ხელმძღვანელობის დასამხობად გადატრიალების დაგეგმვაში. მოსკოვმა უარყო ეს ბრალდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას თქვა, რომ "აშკარაა", რომ უკრაინა არ იქნება რუსეთის ბოლო გაჩერება უკრაინაში შეჭრის შემდეგ და რომ კრემლი ფიქრობს მოლდოვას „ჩახშობის“ გზებზე.
დნესტრისპირეთის კონფლიქტში, რომელიც საბჭოთა კავშირის დასასრულს დაიწყო, მოსკოვი მხარს სამხედრო ძალითა და დიპლომატიურად სეპარატისტებს უჭერს.