ოთხშაბათს ფარმაცევტულმა კომპანია „მოდერნამ“ განაცხადა, რომ კლინიკური გამოცდების მონაცემების თანახმად, „კოვიდ-19“-ის მისი განახლებული ვაქცინა, სავარაუდოდ კორონავირუსის უაღრესად მუტირებული BA.2.86 ქვევარიანტის წინააღმდეგ ეფექტური იქნება.
კომპანიის თანახმად, მისმა ინექციამ ადამიანის სხეულში BA.2.86-ის გასანეიტრალებელი ანტისხეულების რაოდენობის 8.7-ჯერ ზრდა გამოიწვია.
ჯანმოს ოფიციალური პირის თანახმად, BA.2.86 ამჟამად აღმოჩენილია შვეიცარიაში და სამხრეთ აფრიკაში. ასევე ისრაელში , დანიაში, აშშ-ში და ბრიტანეთში, რაც ინფექციების დაბრუნების შიშებს ზრდის.
რამდენიმე ექსპერტმა სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ ვარიანტზე დაკვირვება საჭიროა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, მან მძიმე დაავადების და სიკვდილობის ტალღა გამოიწვიოს, რადგან მასობრივმა ვაქცინაციამ და მანამდე გადატანილმა ინფექციებმა, მთელ მსოფლიოში იმუნური დაცვა შექმნა