ევროპის საქმეებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელი თბილისში ჩავა.
მიტჩელი დღეს ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეუერთდა. მინისტერიალის დასრულების შემდეგ მიტჩელი თბილისში გაემგზავრება, სადაც ის ნატო-საქართველოს დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.
მიტჩელი მთავრობის მეთაურებს, პოლიტიკურ ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. ის, ასევე, შეხვედრას გამართავს ამერიკის სავაჭრო პალატაში, სადაც საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე და შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე ისაუბრებს.
თბილისიდან მიტჩელი კიევში გაემგზავრება.
Facebook Forum