ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკ პომპეომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ფიცი დადო


მაიკ პომპეო ფიცს დებს
მაიკ პომპეო ფიცს დებს

დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ახლა უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა მაიკ პომპეომ ფიცი დადო. ხუთშაბათს სენატმა მის კანდიდატურას სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე კენჭი უყარა და დაამტკიცა 57-ით 42 ხმის წინააღმდეგ. მას მხარი ყველა რესპუბლიკელმა დაუჭირა, ასევე 6-მა დემოკრატმა და ერთმა დამოუკიდებელმა კანონმდებელმა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პომპეოს დამტკიცება მიულოცა. "მაიკ პომპეოს მსგავსი უდიდესი ტალანტის, ენერგიისა და ინტელექტის მქონე პატრიოტის ყოფნა სახელმწიფო დეპარტამენტის სათავეში არის წარმოუდგენლად ღირებული ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიის ამ უმნისვნელოვანეს პერიოდში", განაცხადა პრეზიდენტმა.

ამერიკის პირველი დიპლომატის პოსტზე მაშინ მხოლოდ ნომინირებული პომპეო, ცოტა ხნის წინ, ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა. ეს ამბავი ვიზიტის შემდეგ გახმაურდა.

18 აპრილს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ პომპეო ფხენიანში ჩავიდა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ უნს შეხვდა. გაუხმაურებელი ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში, ანალიტიკოსების ნაწილმა “ძალიან დადებით ნიშნად” შეაფასა.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან, დაახლოებით, ერთი თვის წინ გადააყენა. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ტილერსონთან ბევრ საკითხზე უთანხმოებით ახსნა და იქვე დასძინა, რომ პომპეოსთან „ყოველთვის ერთ ტალღაზეა“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG