ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ახალი იარაღით თავს იწონებს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ მოსკოვის მიერ შექმნილი ახალი იარაღი უნიკალურია. მოსკოვში, შეარაღებული ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრისას პუტინმა „კინჯალის“ ახალ ჰიპერ-ბგერით რაკეტაზე ისაუბრა.

„კინჯალი საშუალო რადიუსის იარაღია, 2000 კილომეტრს ფარავს, თუმცა უნიკალურია, რადგან მსოფლიოში მისი ექვივალენტი არავის არ აქვს. კინჯალი ჰიპერბგრეთი იარაღია 10 მახის სიჩქარის და ჯერ არავის არ აქვს. ჩვენ გვაქვს. ეს არაა INF-ის („ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების) დარღვევა. სადაა აქ დარღვევა? სისტემა მიგ-31-ის ავიამზიდზე განთავსდება და არა მიწაზე“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინის განცხადება სავარაუდოდ ამერიკის მიერ INF-ის შეთანხმების დატოვების გეგმების საპასუხოდ იყო მიმართული. პუტინმა შეთანხმების დარღვევაში შეერთებულ შტატებს დასდო ბრალი და უარყო, რომ რუსეთი მასთან შესაბამისობაში არაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG