კორონავირუსის პანდემიის გამო, ამერიკელების რეკორდულად მაღალი რაოდენობა, 26.5 მილიონი ადამიანი დარჩა უმუშევრად. რეალური რაოდენობა სავარაუდოდ მეტია, მაგრამ სწორედ ამდენმა ადამიანმა შეავსო საბუთები უმუშევრობის დახმარების მისაღებად. ბიზნესების დახურვისა და მილიონობით ადამიანის უმუშევრად დარჩენის პარალელურად, კორონავრიუსი მძიმე დარტყმას აყენებს ეკონომიკას.
შრომის ბაზარზე ცვლილებებმა ნავთობის ფასის, წარმოებისა და სამშნებელო მასალებზე ფასის ვარდნაც გამოიწვია.
ეკონომიკის გაუარესებასთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით იზრდება საპროტესტო ტალღაც. ხალხი კორონავირუსის გამო შემოღებული აკრძალვების შემსუბუქებასა და კარანტინის მოხსნას მოითხოვს. დონალდ ტრამპი, ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, უკვე დიდი ხანია ეკონომიკის ხელახლა ამუშავებაზე საუბრობს.
მიუხედავად ჯანდაცვის ექსპერტების მოწოდებებისა და გაფრთიხლებისა, იმ შტატებმა, სადაც უფრო რესპუბულიკელი გუბერნატორები არიან, უკვე დაიწყეს კარანტინის ზომების შემსუბუქება და ბიზნესების ამუშავება. ინიციატივას პრეზიდენტი ტრამპი დადებითად შეხვდა.
Facebook Forum