შეერთებული შტატების სენატში რესპუბლიკელებმა შეინარჩუნეს უპირატესობა, წარმომადგენელთა პალატაში კი დემოკრატებმა მოიპოვეს უმრავლესობა. ეს იმას ნიშნავს, რომ იანვარში ახალი კონგრესის მოწვევის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატაში ოპოზიცია საგარეო პოლიტიკაში მეტად ჩარევას ეცდება.
რესპუბლიკელები, რომლებსაც პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში ჰქონდათ უმრავლესობა კონგრესში, მსგავს როლს თამაშობდნენ. უკანასკნელი ორი ადნიმინისტრაციის პირობებში კონგრესში პარტიული დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა, რაც რადიკალურად განსხვავდება მანამდე არსებული მდგომარეობიდან. განსაკუთრებით, საგარეო პოლიტიკაში ცივი ომის დროს, კონგრესში ორპარტიული კონსესუსი ხშირად იყო.
დემოკრატი კონგრესმენი ელიოტ ენგელი, რომელიც სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გახდება, აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას საგარეო პოლიტიკის წარმოებაში, მათ შორის, რუსეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და საუდის არაბეთთან ურთიერთობაში, მკაცრ ზედამხედველობას გაუწევს.
“თუ საუდის არაბეთს ჩვენი [შეერთებული შტატების] მხარდაჭერა სურს, მაშინ ზოგიერთ ჩვენს ჩივილს ყურადრება უნდა მიაქიონ,” უთხრა ენგელმა ჟურნალისტებს.
შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებმა იმაზე მეტი მანდატი მოიპოვეს, ვიდრე აქამდე ჰქონდათ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი დემოკრატები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია კონგრესში ერთ პალატაში მაინც ჰქონდეთ უმრავლესობა.
Facebook Forum