ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელ მართლმადიდებელ მიტროპოლიტს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


უკრაინის სასამართლომ მართლმადიდებელ მიტროპოლიტ იონაფანს (ანატოლი იელეცკი) 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამართლებაში ედებოდა.

8 აგვისტოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ტულჩინის და ბრატსლავის მიტროპოლიტს განაჩენი ვინიცის სასამართლოში გამოუტანეს. ის დამნაშავედ სცნეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისადმი მოწოდებებში, უკრაინის კონსტიტუციური წესრიგის და მოქალაქეთა თანაბარი უფლებების წინასწარგანზრახვით დარღვევებში.

მიტროპოლიტ იონაფანის დაცვის მხარემ განაჩენის გასაჩივრების გადაწყვეტილება მიიღო. მათ შესაბამის უწყებაში სარჩელი უკვე შეიტანეს.

კიევი მოსკოვს უკრაინის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარების მიზნით, მართლმადიდებლური ეკლესიის გამოყენებაში ადანაშაულებს. ამისთვის კრემლი, უკრაინულ ტაძრებში, რუსეთის თავდასხმის გამამართლებელ მასალებს ავრცელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG