გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მისი პოლიტიკური მოკავშირეების მხრიდან ზეწოლის ქვეშაა. მერკელის თანაგუნდელები ლტოლვილთა მიმართ მის ღია კარის პოლიტიკას არ იზიარებენ. 2015 წელს ანგელა მერკელმა ღიად განაცხადა, რომ გერმანია ღია იყო იმ ხალხისთვის, რომლებიც ომებს გამოექცნენ უკეთესი ცხოვრების ძიებაში. 2015 წლის შემდეგ, გერმანიამ მილიონი თავშესაფრის მძებნელი მიიღო. ბავარიის კონსერვატიული ქრისტიან-სოციალური პარტია, რომელიც მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან ალიანსში უკვე ათი წელია რაც იმყოფება, ითხოვს რომ გერმანიამ საზღვარზე უარი უთხრას თავშესაფრის მძებნელებს. ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მძებნელებსა და ლტოლვილებთან დიდ ტალღასთან უწევთ გამკლავება. მერკელი იმედოვნებს, რომ ზაფხულის ბოლომდე ევროკავშირი შეთანხმდება საიმიგრაციო კრიზისის გადაწყვეტის გზაზე.
პოპულარული
1
Facebook Forum