ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო


ოქტომბრის განმავლობაში უკვე მეორედ, გერმანიის რეგიონულ არჩევნებში ქვეყნის მოქალაქეებმა არჩევნებში მხარი არ დაუჭირეს კანცლერ ანგელა მერკელის კოალიციურ მთავრობას. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ გერმანიაში პოლიტიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად იცვლება.

მერკელმა დღეს გამოაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც კანცლერის პოზიციაზე ვადას ამოწურავს, ის პოლიტიკურ პოსტზე კენჭს აღარ იყრის.

ჰესეს შტატში, რომელიც გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია, ამომრჩევლებმა არც კანცლერ მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია აირჩიეს და არც მისი კოალიციური მთავრობის პარტნიორი სოციალ-დემოკრატები.

მერკელი, რომელიც ახლა 64 წლისაა, ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას ბოლო 18 წელია ხელმძღვანელობს. კანცლერის თანამდებობაზე კი ის 2005 წლიდან მსახურობს და დეკემბერში მეხუთე ვადას დაასრულებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG