ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელმა და ტრამპმა შეხვედრამდე პირველი განცხადებები გააკეთეს


ანგელა მერკელი თეთრ სახლს ეწვია. შეხვედრამდე ქვეყნების ლიდერებმა პრესასთან მისასალმებელი განცხადებები გააკეთეს.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ანგელა მერკელის მასპინძლობა თეთრ სახლში.

„ჩვენ ბევრ სხვადასხვა საკითხზე ვმუშაობთ, მათ შორის ვაჭრობისა და ნატოს შესახებ, სხვადასხვა სამხედრო საკითხებზე. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და თავიდანვე გვქონდა, თუმცა ბევრს ეს უბრალოდ არ ესმოდა, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ გვესმის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მან გერმანიის კანცლერს სექტემბერში გამართულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ის გაიმარჯვებდა.

ანგელა მერკელმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს თბილი დახვედრისა და მილოცვისთვის. მან თქვა, რომ მთავრობის ფორმირებას გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა მას შემდეგ ევროპის გარეთ პირველად შეერთებულ შტატებში ჩამოსვლა იყო ხაზგასმა იმისა, რომ გერმანიას სურს ურთიერთობების გაღრმავება. მისი თქმით, ის ელის, რომ ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრა და საუბარი იქნება ძალიან პროდუქტიული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG