ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსულ-ევროპული მისია მარსზე


2016 წელს წითელ პლანეტაზე ორბიტარული ზონდი გაიგზავნება

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, რომელიც მარსზე ადამიანის გარეშე მისიის გაგზავნას გულისხმობს. მისიის მიზანია, დაადგინოს არსებობს თუ არა სიცოცხლის რაიმე ნიშანწყალი წითელ პლანეტაზე.

ოთხშაბათს ნეაპოლში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თავდაპირველად 2016 წელს მარსზე ორბიტარული ზონდი გაიგზავნება, რომლის მიზანი წითელი პლანეტის ზედაპირის და ატმოსფეროს ნაწილობრივი შესწავლა იქნება.მოგვიანებით, 2018 წელს წითელ პლანეტაზე ექვსბორბლიანი ყველგანმავალი 2018 წელს დაჯდება.

ExoMars-ის მისიის შესახებ იდეა 2005 წელს დაიბადა.მისიაზე დღემდე 500 მილონი დოლარია დახარჯული.

გასულ წელს ნასამ ბიუჯეტში მისიის ხარჯები შეკვეცა, რის გამოც ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ დახმარება რუსეთს თხოვა.შეთანხმების საფუძველზე, რუსეთი ვალდებულია მისია სპეციალური რაკეტებით მოამარაგოს.
ბიუჯეტის პრობლემების გამო ევროპის კოსმოსურ სააგენტოში არაერთი
დაწყებული პროექტი შეჩერდა.
XS
SM
MD
LG