ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სპეისექსის" მორიგი წარმატებული მისია


კერძო კოსმოსური ხომალდი შინ ტვირთით დაბრუნდა

უპილოტო კოსმოსური ხომალდი „დრაკონის კაპსულა“ დედამიწაზე დაბრუნდა. კალიფორნიული კერძო კომპანია „სპეისექსის“ ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველად გაფრინდა. ტვირთის ჩატანის შემდეგ ის წყნარ ოკეანეში შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს შორიახლოს დაეშვა.

კოსმოსურმა ხომალდმა თან 750 კილოგრამი ტვირთი ჩამოიტანა. მათ შორისაა კომპიუტერული ტექნიკა, სამეცნიერო ექსპერიმენტები, ასტრონავტთა სამედიცინო ანალიზის ნიმუშები და ასე შემდეგ. ტვირთი შეერთებული შტატების კოსმოსურ სააგენტო „ნასაში“ გადაიტანეს. 1.6-მილიარდიანი ხელშეკრულების თანახმად, „სპეისექსი“ სულ ცოტა 12 ანალოგიურ გაფრენას გეგმავს. შემდეგი მისია კოსმოსურ ხომალდზე 2013 წლის იანვრისთვის იგეგმება.
XS
SM
MD
LG