ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ქურიოსითი“ მარსზე დაჯდება


„ქურიოსითი“ მარსზე ნიმუშებს მოაგროვებს და ფოტოებს გადაიღებს

ორშაბათს, ადრე დილით პლანეტა მარსზე კვლევითი დანადგარის დასმა იგეგმება. ნასა იმედოვნებს, რომ 8-თვიანი მოგზაურობის შემდეგ ამერიკული როვერი ე.წ. წითელ პლანეტაზე უსაფრთხოდ დაეშვება.

„ქურიოსითი“ (ცნობისმოყვარეობა), ბირთვული ძრავით აღჭურვილი ერთტონიანი როვერი, მარსზე ნიმუშებს მოაგროვებს და ფოტოებს გადაიღებს. მეცნიერებს პლანეტაზე მიკრობების, და სავარაუდოდ, სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებაც აინტერესებთ.
XS
SM
MD
LG