აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილ მენეჯერს 47-თვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საბანკო და საგადასახადო თაღლითობისთვის.
საბრალდებო განაჩენი იმაზე ცოტაა, ვიდრე ამას გამოძიება ითხოვდა. მოსამართლემ განაჩენის გამოტანისას, აღნიშნა, რომ მკაცრი სასჯელი, და ფედერალური კანონებით სასჯელის მიზღვა - ის, რასაც საგანგებო გამომძიებელი რობერტ მალერი ითხოვდა, უკიდურესად გადაჭარბებული იყო.
მოსამართლემ ასევე მიანიშნა, რომ მანაფორტს სასამართლო არ ასამართლებდა, როგორც მალერის გამოძიების მთავარ ობიექტს და ის 2016 წელს, ტრამპის კამპანიის წევრებსა და რუსეთს შორის კავშირებს არ სწავლობდა.
თავად ბრალდებული სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა ინვალიდის ეტლში და ბევრად უფრო მოტეხილი ჩანდა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო - ვაშინგტონში ერთერთი გავლენიანი რესპუბლიკელი.
Facebook Forum