ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მანაფორტი ციხიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს


აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი, რომელიც 7.5 წლიან სასჯელს იხდიდა ფედერალურ ციხეში, შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რისკის გამო.

ადვოკატების მტკიცებით, ის 71 წლის არის, ჯანმრთელობის სერიოზული გამოწვევები აქვს და ყოველდღიურად რამდენიმე წამალს იღებს. მანაფორტი ციხეში 2024 წლამდე უნდა დარჩენილიყო.

2019 წლის მარტში პოლ მანაფორტს შვიდნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მის წინააღმდეგ ბრალდებები უკავშირდება ტრამპის საარჩევნო კამპანიამდე, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ინტერესების უკანონო ლობირებასა და საფინანსო ხასიათის დანაშაულებებს პოლიტიკურ კონსულტანტად მუშაობის პერიოდში. მანაფორტმა სასამართლოზე ბრალი აღიარა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG