ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალიში ისლამისტურ კანონებს აპროტესტებენ


საპროტესტო ტალღა ქალაქ გუნდამში ისლამისტების მიერ ქალის ცემის ფაქტმა გამოიწვია

მალის ჩრდილოეთ რეგიონის მოსახლეობა ისლამისტების მცდელობას, რეგიონში მკაცრი ისლამისტური კანონი დამყარდეს, აპროტესტებენ.

საპროტესტო ტალღა ქალაქ Zგუნდამში ისლამისტების მიერ ქალის ცემის ფაქტმა გამოიწვია, რომელსაც რელიგიური წესის მიხედვით თავშალი არ ეხურა. თვითმხილველების განცხადებით, ცემის დროს ქალთან ერთად პატარა ბავშვიც დაზარალდა, რომელიც მას ხელში ეკავა.

პარასკევს დემონსტრანტები ადგილობრივი მეჩეთის გარშემო შეიკრიბნენ და სამხედროებს სამლოცველოში შესვლის უფლება არ მისცეს.

სამხედროებმა აქციის მონაწილეთა დაშინების მიზნით ჰაერში გაისროლეს. ამჟამად რეგიონში სიწყნარეა, თუმცა მოსახლეობაში დაძაბულობა მაინც იგრძნობა.



XS
SM
MD
LG