ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა მალელ ჟურნალისტზე


„ამერიკის ხმის“ დირექტორმა დევიდ ენსორმა მომხდარი დაგმო

მალელი ჟურნალისტი, რომელიც ერთ დროს "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი იყო, ისლამისტი მეამბოხეების თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა. ის აცხადებს, რომ შეტევის დროს მან გონება დაკარგა.

მალიქ ალიომ „ამერიკის ხმას“ ქალაქ გაოდან განუცხადა, რომ კბილებამდე შეირაღებულნი თავდამსხმელები, რადიოს სტუდიაში შეიჭრნენ ღია ეთერის დროს, საიდანც ის გაიტაცეს და მანქანაში ძალით ჩასვეს. ისინი ჟურნალისტს ავტომატის კონდახებით სცემდნენ, რის შემდეგაც სასაფლაოზე დააგდეს.

მალელი ჟურნალისტის ამერიკის ხმას მასალებსი მოძიებაში ემხარებოდა. „ამერიკის ხმის“ დირექტორმა დევიდ ენსორმა მომხდარი დაგმო და მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომლებიც ჟურნალისტს დაეხმარნენ.
XS
SM
MD
LG