ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალიში ისლამისტი ლიდერები შეიპყრეს


დაჯგუფებები ცხრა თვის განმავლობაში ჩრდილოეთ მალის ძირითად ქალაქებს აკონტროლებდნენ

ჩრდილოეთ მალიში ისლამისტ მეამბოხეთა ორი წინამძღოლი დააკავეს, რომელთა შორის ერთი რადიკალური დაჯგუფება ანსარ დაინის ლიდერია.

ტარექის სეპარატისტული დაჯგუფების განცხადებით, ისლამისტი ლიდერები შაბათს მალის და ალჯირის საზღვართან დააპატიმრეს.

აგ მოჰამედი ანსარ დაინის დაჯგუფებაში მესამე საპასუხისმგებლო ადგილს იკავებს და ტიმბუქტუში ისლამისტური წესის ყველაზე მკაცრ ფორმას ქადაგებს.

ბაბა ახმედი დასავლეთ აფრიკაში ჯიჰადის მოძრაობის ერთერთი წევრია.

ორივე ზემოხსენებული დაჯგუფება ალ ყაიდასთან ერთად ჩრდილოეთ მალიში ცხრა თვის განმავლობაში ძირითად ქალაქებს აკონტროლებდნენ, ვიდრე საფრანგეთის და მალის სამხედრო ძალებმა ისინი ამ ტერიტორიებიდან არ განდევნეს.
XS
SM
MD
LG