საფრანგეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავებმა მალის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე რეგიონი დაბომბეს, სადაც ისლამისტი მეამბოხეები იყვნენ გამაგრებული.
ეს იერიში საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის მალიში ვიზიტის შემდეგ, რამდენიმე საათში განხორციელდა.
ერთ-ერთი ფრანგი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით, 30-მა მოიერიშე თვითმფრინავმა ღამის განმავლობაში მემაბოხეების საწვრთნელი და ლოგისტიკური ცენტრები დაბომბა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ვალდებული იყო დახმარებოდა მალის ისლამისტების განდევნაში:
„მალისა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალები, დასავლეთ აფრიკის ქვეყნების დახმარებით, თითოეული ქალაქის, თითოეული სოფლის გათავისუფლებით მალის ძალების აღდგენაში დაეხმარნენ.“
ოლანდის თქმით, ფრანგები იბრძვიან იმისთვის, რომ მალის მოსახლეობამ მშვიდობიანი ცხოვრება განაგრძოს.