ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრანსუა ოლანდი მალიში


საფრანგეთის პრეზიდენტი მალიში თავდაცვის და ფინანსთა მინისტრების თანხლებით ჩავიდა

მალიში ჩასულ საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს ამ ქვეყნის ყოფილ კოლონიაში თბილი დახვედრა მოუწყვეს.
ფრანგი სამხედრობის მეთაურობით მალის სამთავრობო ძალებმა ისლამისტი მეამბოხეების წინააღმდეგობის დაძლევა სამ კვირაში შეძლეს.
საფრანგეთის პრეზიდენტი მალიში თავდაცვის და ფინანსთა მინისტრების თანხლებით ჩავიდა. ის ათი თვის განმავლობაში მეამბოხეთა ხელში მყოფ ქალაქ ტიმბუხტუს ეწვია, რომელიც ახლახან გაათავისუფლეს საფრანგეთის ჯარების დახმარებით.
ამ ქალაქში ფრანსუა ოლანდს - „გაუმარჯოს საფრანგეთს“ შეძახილით დახვდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ქალაქის უდიდესი მეჩეთი და ანტიკური ხანის ბიბლიოთეკა მოინახულა.
XS
SM
MD
LG