საფრანგეთის ჯარები მალის სამთავრობო ძალებთან ერთად, ისლამისტების უკანასკნელი დასაყრდენის ქალაქ კიდალის თავდაცვის გაძლიერებაზე ზრუნავენ.
მალის ხელისუფლების განცხადებით, მეამბოხეებმა დატოვეს ალჟირის საზღვრის მახლობლად მდებარე ეს ქალაქი და მთებსა და უდაბნოს შეაფარეს თავი.
ამერიკის ხმასთან საუბარში დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური კავშირის პოლიტიკურმა დირექტორმა აბდელ-ფათაუ მუსაჰმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის პირველი ნაწილი წარმატებით დასრულდა და მოკავშირეთა ძალები მალის ჩრდილოეთ რეგიონებს გააკონტროლებენ.