ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამშვიდობო ოპერაცია მალიში


გაეროს სამშვიდობო კონტიგენტი ძირითადად აფრიკული ქვეყნების ძალებით უნდა იყოს წარმოდგენილი

გაერო მალიში სამშვიდობო ოპერაციის დაწყებას აპირებს, თუმცა ჯერ ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია უნდა დამყარდეს.
გაეროში საფრანგეთის ელჩის ჟერარ არაუდის განცხადების თანახმად, საფრანგეთის ჯარები მალიში საბრძოლო ოპერაციის დასრულების შემდეგ არ აპირებენ ქვეყანაში დარჩენას. ფრანგი მინისტრი მიიჩნევს, რომ გაეროს სამშვიდობო კონტიგენტი ძირითადად აფრიკული ქვეყნების ძალებით უნდა იყოს წარმოდგენილი.
გაეროს სამშვიდობო ძალების მეთაურის ჰერვი ლედსოუსის განცხადებით, აფრიკის ქვეყნების გაერთიანებული ძალების 4000 კაციანი სამხედრო კონტიგენტი მალის ჩრდილოეთ რაიონებში შესასვლელად ემზადება.
XS
SM
MD
LG