ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალიში ისლამისტების პოზიციები იბომბება


საფრანგეთის ჯარებმა გაოში საქარხნო წარმოების ასაფეთქებელი ნივთიერების დიდი მარაგი აღმოაჩინეს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადების თანახმად, მალის ჩრდილოეთში ჯიჰადისტური ორგანიზაციები ქვეყნის საზღვრებს გარედან მოქმედებენ.

ჟან-ივ-დრიანის განცხადებით, საფრანგეთის და მალის შეიარაღებული ძალები ისლამისტებს ქალაქ გაოსთან შეეჯახნენ, სადაც საფრანგეთის ავაცია აგრძელებს მოწინააღმდეგის პოზიციების დაბომბვას.

საფრანგეთის ჯარებმა გაოში საქარხნო წარმოების ასაფეთქებელი ნივთიერების დიდი მარაგი აღმოაჩინეს, რომელიც ნაღმების დამზადებისთვის შეიძლებოდა გამოეყენებინათ.
XS
SM
MD
LG