ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალიში ბრძოლები გრძელდება


საფრანგეთის საავიაციო თავდასხმებმა ჩრდილოეთ მალიში ისლამისტთა 25 სამიზნე გაანადგურა

ჩადის ჯარისკაცებმა ქალაქ კიდალის გათავისუფლება დაიწყეს, რაც ბოლო დროს მალიში ისლამისტი მეამბოხეების ერთერთ საყრდენ ძალას წარმოადგენდა.

საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, 1,800 ჩადის ჯარისკაცმა კიდალში შესვლა დაიწყო. ეს წინსვლა ჯარისკაცებმა მას შემდეგ განახორციელეს, რაც საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა მალის არმიასთან ერთად კიდალის აეროპორტზე კონტროლი დაამყარა.

მანამდე სეკულარულ მეამბოხეთა დაჯგუფება ტარექმა ქალაქი კიდალი ხელში ჩაიგდო.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბოლო დღეებში საფრანგეთის საავიაციო თავდასხმებმა ჩრდილოეთ მალიში ისლამისტთა 25 სამიზნე გაანადგურა.
XS
SM
MD
LG