ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ მალის კონფლიქტში საფრანგეთს დაეხმარება


საფრანგეთმა პენტაგონს დახმარებისთვის თხოვნით მიმართა

აშშ-ი დათანხმდა მალიში მიმდინარე კონფლიქტში საფრანგეთის დახმარებაზე. კერძოდ საუბარია საფრანგეთის ჯარის საჰაერო ტრანსპორტირებასა და ტექნოლოგიებით უზრუნველყოფაზე.
საფრანგეთმა პენტაგონს დახმარებისთვის თხოვნით მიმართა. ამჟამად ორივე ქვეყნის ოფიციალური პირები დეტალურად განიხილავენ დახმარების მიმართულებებს. თავის მხრივ პენტაგონი აცხადებს, რომ ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნა მალიში გეგმაში ამ ეტაპზე არაა.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჟან ივ ლე დრეინის განცხადებით, მალიში 1400-მდე ფრანგი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, თუმცა მოსალოდნელია კონტინგენტის გაზრდა 2500 ჯარისკაცამდე. მანვე აღნიშნა, რომ მალიში ფრანგი ჯარისკაცები დარჩებიან მანამდე, სანამ სიტუაცია სტაბილური გახდება.
XS
SM
MD
LG