ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალიში ისლამისტების პოზიციები დაიბომბა


საფრანგეთმა მალის მთავრობის თხოვნით ჯარები შეიყვანა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით საფრანგეთის სამხედრო ავიაციამ მალის ქალაქ კონასთან ისლამისტების პოზიციები დაბომბა. ისლამისტებმა ეს ქალაქი ამ კვირის დასაწყისში აიღეს.
პრემიერ-მინსიტრის განცხადებით, საფრანგეთი მზად არის მოიგერიოს მემაბოხეების შეტევა მალის დედაქალაქ ბამაკოზე. მისი თქმით, საფრანგეთის ჯარები მანამდე დარჩებიან მალიში სანამ ამის საჭიროება იარსებებს.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჟან ივ ლე დრიანის განცხადებით, ბრძოლის დროს საფრანგეთის საბრძოლო შვეულმფრენის მფრინავი დაიღუპა.
საფრანგეთმა მალის მთავრობის თხოვნით შეიყვანა ჯარები ამ ქვეყანაში. ისლამისტებთან ბრძოლაში ნიგერიის და სენეგალის ჯარებიც მონაწილეობენ.
XS
SM
MD
LG