საფრანგეთის ინტერვენციას მალიში მისი ევროპელი მოკავშირეები თავშეკავებით შეხვდნენ. პარიზის გარეუბან მონრეულში პატარა უბანია, რომელსაც ფოიერ ბარას უწოდებენ. აქ ძირითადად მალიდან გადმოსახლებული ემიგრანეტები ცხოვრობენ.
ამ უბანში ყველა, მალიში საფრანგეთის ინტერვენციაზე ლაპარაკობს. ლამი კამარა პარიზში სწავლობს. მისი თქმით:“ მალის ხალხი ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგია, ამიტომ მოწონებით შეხვდა საფრანგეთის ჯარის შემოსვლას, მაგრამ ქვეყნის ჩრდილოეთში კრიზისი მხოლოდ ახლა დაიწყო. აქ გამეფებული სიღარიბე და გაჭირვება ექსტრემიზმის გავრცელებას უწყობს ხელს.“
საფრანგეთის ხელისუფლებას რთული ურთიერთობა აქვს პარიზის გარეუბნებში მცხოვრებ აფრიკელ ემიგრანტებთან, მაგრამ აქ მცხოვრები მალელების უმრავლესობა საფრანგეთის ინტერვენციას დადებითად უყურებს.
მონრეულის საკონცერტო დარბაზში მალელმა მუსიკოსებმა სოლიდარობის ნიშნად პატარა კონცერტი მოაწყვეს. შემდეგ სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე ჰარლემ დესირი გამოვიდა სიტყვით:“ მივესალმებით მალელ მეგობრებს. მალი უნდა იყოს თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი ქვეყანა. გაუმარჯოს მალის, საფრანგეთს და რესპუბლიკას.“
საფრანგეთში ხელისუფლება ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი გახდა სამხედრო ინტერვენციის გამო, რომელიც მათი აზრით ნეოკოლონიალიზმის გადმონაშთია. თუმცა საფრანგეთში მალელთა სათვისტომოს ხელმძღვანელი მაჰამადუ კისე არ იზიარებს ამ თვალსაზრისს. მისი თქმით:“ მართალია საფრანგეთს, მალის ჩათვლით, აფრიკაში ბევრი კოლონიები ჰქონდა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ ლეგიტიმური საფუძველი გააჩნდათ, რათა კონფლიქტში ჩარეულიყვნენ.“
დამიენ ჰელი ევროპის კოლეჯის პროფესორია, რომელიც აფრიკის პოლიტიკას სწავლობს. მისი თქმით:“ როდესაც კრიზისია და აფრიკელები პასიურობენ როგორ უნდა მოიქცნენ ევროპის ყოფილი იმპერიები, რომლებსაც აქ კოლონიები ჰქონდათ. ამ თვალსაზრისით მალი საფრანგეთისთვის ნამდვილ დილემად გადაიქცა.“
ბატონი ჰელის განცხადებით, საფრანგეთი უკმაყოფილოა ევროკავშირის პოზიციით:“ რა თქმა უნდა ეს ევროპისთვის დიდი გამოცდაა, უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე ევროპის სახელმწიფოები ყოველთვის თავს იკავებდნენ სამხედრო აქციებში მონაწილეობისგან. საფრანგეთი ამ შემთხვევაში გამონაკლისია.“
პარიზის გარეუბნის ფოიერ ბარას მაცხოვრებლები ისლამისტების წინააღმდეგ სწრაფი გამარჯვების მოლოდინში არიან, თუმცა ბევრი მათგანი შეშფოთებით უყურებს მომავალს, რადგან არავინ იცის რა მოხდება საფრანგეთის ჯარების გასვლის შემდეგ.