ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალიში ბრძოლები გრძელდება


ამჟამად შეტაკებები მალის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ გაოსთან მიმდინარეობს

საფრანგეთი მალის შეიარაღებულ ძალებთან ერთად ისლამისტებთან ბრძოლას აგრძელებს. ამჟამად შეტაკებები მალის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ გაოსთან მიმდინარეობს, რომელშიც ალყაიდასთან დაკავშირებული ამბოხებულები არიან გამაგრებული.

თვითმხილველების ცნობით, დღეს ბრძოლები გაოდან 250 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰომბორთანაც გრძელდებოდა. საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ ისლამისტებმა ნიგერთან დამაკავშირებელი სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი ააფეთქეს. ის ქალაქ გაოსთან მიმავალ გზაზე მდებარეობდა.

უკვე მესამე კვირაა, რაც საფრანგეთის ლიდერობით საერთაშორისო ძალები მალიში ისლამისტებს ებრძვიან. ოფიციალური წყაროების ცნობით, ფრანგ ჯარისკაცებს მალიში თანდათანობით დასავლეთ აფრიკის ინტერნაციონალური შემადგენლობა ჩაანაცვლებს.
XS
SM
MD
LG